გია ვოლსკი – გარემოა შექმნილი, სადაც ექსტრემიზმი ფასდება და ალეკო ელისაშვილმა გადაწყვიტა, ექსტრემისტული მოძრაობის წინა პლანზე გავიდეს

გარემოა შექმნილი, სადაც ექსტრემიზმი ფასდება და ალეკო ელისაშვილმა გადაწყვიტა, რომ ამ მიმართულებით ჩაუდგეს სათავეში, ამ ექსტრემისტული მოძრაობის წინა პლანზე გავიდეს, – ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილისთვის წარდგენილი ბრალი.
მისი თქმით, „ექსტრემიზმის გარკვეული სახეობები არსებობს, რომელშიც ალეკო ელისაშვილმა არაერთხელ სცადა თავის გამოჩენა“.
„არსებობს ბრალდება, დაცვის მხარე, მაგრამ გარემოებებს თუ გადავხედავთ, ადვილად დავასკვნით, რომ ამ ექსტრემიზმის გარკვეული სახეობები არსებობს, რომელშიც ალეკო ელისაშვილმა არაერთხელ სცადა თავის გამოჩენა: პარლამენტში მუშტი-კრივი გამართა, პოლიციას დაუპირისპირდა, უკრაინაში წავიდა და სნაიპერის იარაღით პოზირებდა, აქ ჩამოვიდა და პრინციპებზე უარი თქვა, გაინულა ავტორიტეტი, ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდა, შემდეგ იმ პარტიაში [„ლელო – ძლიერი საქართველო“] შევიდა, შემდეგ საარჩევნო სიაში ბოლოს გადაიწია. ვერაფრით ვერ გამოიჩინა თავი, მაგრამ გარემოა შექმნილი, სადაც ექსტრემიზმი ფასდება და ალეკო ელისაშვილმა გადაწყვიტა, რომ ამ მიმართულებით ჩაუდგეს სათავეში და ამ ექსტრემისტული მოძრაობის წინა პლანზე გავიდეს. სხვა ახსნა არ აქვს. რასაკვირველია, ამას ყოველთვის გამოიყენებს დაინტერესებული მხარე, ფულსაც გადაიხდის და საკმაოდ სერიოზული მუშაობა ტარდება იმისთვის, რომ ექსტრემიზმი, ტერორიზმიც პირდაპირ ასწავლონ. მთლიანად არაჯანსაღი გარემოა შექმნილი, როდესაც საქართველოზე შეტევას გეგმავენ და ამ გარემოში ალეკო ელისაშვილმა გადაწყვიტა, რომ თავი გამოიჩინოს ყველაზე მეტად ექსტრემალურ სიტუაციაში, რასაც რეალურად, ტერორიზმი ჰქვია სხვადასხვა ნიშნებიდან გამომდინარე, რომელიც კანონშია ჩამოთვლილი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება