გია ბარამიძე: ხეობის გზის დასაწყისში, შემთხვევით ერთმანეთს გადავეყარეთ და გიგა ბოკერია და მე ერთად მოვდიოდით ჭუბერის გზაზე და თუ რამე სირთულე იყო, ერთად გადავლახეთ. ეს ქალი საერთოდ არ მინახავს…

გია ბარამიძე:
სოხუმის დაცემის შემდეგ, ხეობის გზის დასაწყისში, შემთხვევით ერთმანეთს გადავეყარეთ და გიგა ბოკერია და მე ერთად მოვდიოდით ჭუბერის გზაზე და თუ რამე სირთულე იყო, ერთად გადავლახეთ.
ეს ქალი საერთოდ არ მინახავს და ამ ყველა უტიფარ ტყუილს ახლა ასე იმიტომ ბოდავს, რომ რუსქოცობაში, ამ მომენტის ამოცანა, ჩემზე ტალახის სროლაა.
ესეც მეტი დამაჯერებლობისთვის ვითომ ობიექტურია, გიგაზე კარგს ამბობს და ჩემზე უბრალოდ ცუდს კი არა მტკნარ ტყუილებს იგონებს. ნეტა ამისგან ვის გაუკვირდება?
მე და გიგა ბოკერია, დღეს ოპოზიციის რადიკალურად განსხვავებულ ფრთას წარმოვადგენთ და ამიტომ საკმაოდ რთული ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ მას ვინმე კითხავს, ჭუბერი როგორ გამოვიარეთ, ვინ რას (კერძოდ მეც) ვაკეთებდით, ნამდვილად სიმართლეს იტყვის.
არაფერი გამოუვათ ამ ჯოჯოხეთის მოციქულებს!
ღმერთი მაღლიდან იყურება და სიმართლე ამ წამსვე თუ არა, უფრო მალე, ვიდრე გვიან, მაინც გაიმარჯვებს. Giga Bokeria