გია აბაშიძე პრემიერის თურქმენეთში ვიზიტზე: ოფიციალური თბილისის სწორი და მოზომილი ამ პოლიტიკის ქვაკუთხედია – პარტნიორობა ყველასთან გარდა რუსეთისა, რომელთანაც დიალოგი აუცილებელია ე.წ. წითელი ხაზების შენარჩუნებით, მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის

გია აბაშიძე პრემიერის თურქმენეთში ვიზიტზე: ოფიციალური თბილისის სწორი და მოზომილი ამ პოლიტიკის ქვაკუთხედია – პარტნიორობა ყველასთან გარდა რუსეთისა, რომელთანაც დიალოგი აუცილებელია ე.წ. წითელი ხაზების შენარჩუნებით, მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს. მაღალი დონის შეკრება ფოკუსირებულია მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გლობალურ დიალოგზე – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისივე შეფასებით, როდესაც პრეტენზიულ ვითომ მცოდნეს მშობლიურის არაფერი ესმის, ის ვერადროს გაერკვევა ვერც მიმდინარე გეოპოლიტიკურ ტექტონიკურ ცვლილებებში და ვერც საქართველოს მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკაში. “მკვეხარა, უსამშობლო “ნაცქოთნები” ყალბ კონვულსიებში არიან, თითქოს აშხაბადში, კობახიძისა და პუტინის ჯგუფური ფოტო რუსული ოკუპაციის აღიარებაა; იქნებ ტრამპზეც აეტეხათ ეს ყიყინი, როცა მის ვიზუალს “ეთაყვანებიან”.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს. მას ესწრებიან: მასპინძელი თურქმენეთის, ასევე თურქეთის, რუსეთის, ირანის, სომხეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის პრეზიდენტები; აზერბაიჯანის, პაკისტანის პრემიერები; სი ძინპინის სპეციალური წარმომადგენელი; სხვადასხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური პირები. მაღალი დონის შეკრება ფოკუსირებულია მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გლობალურ დიალოგზე. როდესაც პრეტენზიულ ვითომ მცოდნეს მშობლიურის არაფერი ესმის, ის ვერადროს გაერკვევა ვერც მიმდინარე გეოპოლიტიკურ ტექტონიკურ ცვლილებებში და ვერც საქართველოს მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკაში. ოფიციალური თბილისის სწორი და მოზომილი ამ პოლიტიკის ქვაკუთხედია – პარტნიორობა ყველასთან გარდა რუსეთისა, რომელთანაც დიალოგი აუცილებელია ე.წ. წითელი ხაზების შენარჩუნებით, მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის.” – წერს აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

ირაკლი კობახიძის ინიციატივით 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე. წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა