ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“გთავაზობთ, ლაზერებიც არ იყოს დასაშვები აქციებზე” – ოცნების დეპუტატი

“გთავაზობთ, ლაზერებიც არ იყოს დასაშვები აქციებზე” – ოცნების დეპუტატი

ქართულ ოცნებაში სურთ, რომ შეკრებების დროს ლაზერების გამოყენებაც აკრძალონ. ამ ინიციატივით იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ქართული ოცნების წევრი არჩილ გორდულაძე გამოვიდა.
“პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხშირია გამოყენებული ლაზერების, ე.წ სანათების გამოყენება შეკრებების დროს, რომელიც თავის მხრივ, პრობლემებს წარმოშობს იმ ორგანოების საქმიანობის მიმართ, რომელთა პასუხისმგებლობაც არის, რომ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს და მოხდეს შესაბამისი სამართალდარღვევების პრევენცია. ხშირად არის გამოყენებული ეს ლაზერები იმისათვის, რომ მინათებული იყოს სხვადასხვა კამერაზე, რომელიც უზრუნველყოფს მეთვალყურეობას. ამავდროულად, შესაძლებლობა ნაკლები აქვთ სამართალდამცავებს, რომ თავიანთ საქმიანობა განახორციელონ, მაშინ როდესაც ლაზერები აქვთ მინათებული. გთავაზობთ, რომ ლაზერებიც არ იყოს დასაშვები შეკრებების დროს”- თქვა მან.
ქართულმა ოცნებამ უკვე დააანონსა, რომ თვის ბოლოდან ამოქმედდება კანონი, რომელიც შეკრებების დროს ნიღბით სიარულს აკრძალავს. ასევე, განიხილავენ პიროტექნიკის რეგულაციის საკითხებსაც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.