ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გზის გადაკეტვა, ეს არის სრულად გარედან მართული, წახალისებული და წაქეზებული აქტი – შალვა პაპუაშვილი

გზის გადაკეტვა, ეს არის სრულად გარედან მართული, წახალისებული და წაქეზებული აქტი – შალვა პაპუაშვილი

აც შეეხება გზის გადაკეტვას, ჩვენ ვნახეთ, რომ ეს არის სრულად გარედან მართული, წახალისებული და წაქეზებული აქტი, მათ შორის, ვნახეთ ეს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გზის გადაკეტვაში მონაწილეობის მიღებით, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პროტესტის მონაწილეების მიერ რუსთაველის გამზირის გადაკეტვის შეფასებისას.
„ეს იყო პირადი მაგალითი და ჩვენება იმისა, რომ ბრიუსელი რომ ავიღოთ კვლავ კოლექტიურ განსაზღვრებად, მათი გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია, რომ სასჯელის ფასად, საკუთარი თავისუფლების ფასად, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად – იმიტომ, რომ იქ უწევთ ყოფნა სხვადასხვა ამინდის დროს, ბრიუსელმა და ზოგიერთმა ძალებმა ევროპაში საკუთარ მიზანს მიაღწიონ საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების მხრივ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზნისთვის განხორციელებული ქმედებები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილი.
მისი თქმით, ამაზე თავად ეს ადამიანები უნდა დაფიქრდნენ, თუ როგორ სწირავენ „საგამზირე მსხვერპლებად“.
„ამაზე უნდა დაფიქრდნენ თავად ეს ადამიანები, თუ როგორ სწირავენ მათ ეს ეგრეთ წოდებული ევროპული და სინამდვილეში თავისი არსით ანტიევროპული და ევროპულობისგან დაცლილი შიდა თუ გარე ძალები საგამზირე მსხვერპლებად იმისთვის, რომ კიდევ ერთ რეზოლუციაში ჩაწერონ რამე, X-ზე პოსტი დადონ თუ ფეისბუქზე თქვან და ამსტერდამში თუ სტოკჰოლმში რომელიმე მრგვალ მაგიდაზე ეს ახსენონ. ეს ადამიანები არიან მათი მსხვერპლი მათი, ვისაც ისინი იდეურად მისდევენ. ეს არის რუსთაველის გამზირისთვის განწირული მსხვერპლი გარე და შიდა ძალებისა, რომელთა მთავარი მიზანი არის საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვა და ქართველი ხალხისთვის საკუთარი ხელისუფლების თავს მოხვევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.