გზის გადაკეტვას აღარ მივიჩნევ საჭიროდ – ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი კახა წიქარიშვილი

გზის გადაკეტვას აღარ მივიჩნევ საჭიროდ – ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი კახა წიქარიშვილი
“გზის გადაკეტვას აღარ მივიჩნევ საჭიროდ თუმცა ვერც ვერავის ავუკრძალავ”– წერს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი კახა წიქარიშვილი სოციალურ ქსელში.
ის ასევე მიიჩნევს, რომ საჭიროა შეიქმნას პროტესტის ახალი უჯრედები სუფთა და გულწრფელი ადამიანებისგან და ახლებურად დაორგანიზდნენ. “
“პროტესტის მონაწილეებს მინდა ყველას მოგეფეროთ, განსაკუთრებით იმ ხალხს ვინც 300 დღე იდექით მზეში ქარში და წვიმაში თუმცა არ გიცნობთ ვინაიდან ყველას ჩვენ ჩვენი კუთხე გვქონდა რუსთაველზე. მე გავაგრძელებ იქ მოსვლას ყოველ საღამოს და ვიქნები ისევ 9 აპრილის მემორიალთან. გზის გადაკეტვას აღარ მივიჩნევ საჭიროდ თუმცა ვერც ვერავის ავუკრძალავ. უნდა შევქმნათ პროტესტის ახალი უჯრედები სუფთა და გულწრფელი ადამიანებისგან და ახლებურად უნდა დავორგანიზდეთ.”- წერს წიქარიშვილი.
Next: დაიწყეთ არჩევნებისთვის მზადება უკვე დღეიდან. მათ, ვინც თავისუფლებაზე დარჩებით და პარტიაც კვლავ გექნებათ, რასაკვირველია- ბაჩო ახალაიას დასაღვრელი სისხლი არ აქვს საქართველოს

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს