გზები საქართველოში, სადაც უამინდობის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტისაავტომობილო გზების დეპარტამენტის დღეს გავრცელებული ცნობების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა გზის მონაკვეთზე მეტეოროლოგიური პირობების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე – აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა;
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე – დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა;
იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს საავტომობილო გზის კმ18-კმ30 (გუმბათი-ჩივთქილისა) მონაკვეთზე – დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა;
კოდა-ფარცხისი-მანგლისი--ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე – აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.