გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რიკოთზე ძლიერი წვიმის შედეგად ლაფი ჩამოვიდა – ამ დროისთვის, გზა გაწმენდილია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ადგილზე ძლიერმა წვიმამ ტალახი ჩამოიტანა, რომელიც ამ დროისთვის, უკვე გაწმენდილია.
„რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, კერძოდ, ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი წვიმა იყო, რის შედეგადაც ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზაზე, დროებით შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაწმენდითი სამუშაოებიდან გამომდინარე. უმოკლეს პერიოდში გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა, შესაბამისად, მოძრაობა აღდგა. ამ ეტაპზე, მოძრაობა თავისუფლად ხორციელდება“, – განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პავლე გამყრელიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ