"გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო" - სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი

სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩის თარაშ პაპასქუა, facebook-ის პირად გვერდზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ,,კომერსანტი" ელჩის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
ელჩის თქმით, საქართველოს როგორც არასდროს ისე სჭირდება "მეტი ნატო და მეტი ევროკავშირი"
"დღეს, როცა რუსეთი:
- აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას;
- აწარმოებს დამანგრეველ ომს უკრაინის წინააღმდეგ;
- ებრძვის ევროპას, დემოკრატიულ სამყაროს და საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას...
ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი #ევროპა და მეტი #ნატო; გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა!!", - წერს თარაშ პაპასკუა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ " ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენოს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.