პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გვსურს გავაფორმოთ შეთანხმება უკრაინასთან, რომლის მიხედვითაც ისინი მიიღებენ იმას, რასაც ვაძლევთ, ჩვენ კი მოგვცემენ წვდომას იშვიათ წიაღისეულზე - ტრამპი

გვსურს გავაფორმოთ შეთანხმება უკრაინასთან, რომლის მიხედვითაც ისინი მიიღებენ იმას, რასაც ვაძლევთ, ჩვენ კი მოგვცემენ წვდომას იშვიათ წიაღისეულზე - ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები პროგრესით მიმდინარეობს.
"ჩვენ გვაქვს დიდი პროგრესი რუსეთთან და უკრაინასთან დაკავშირებით. ვნახავთ რა მოხდება. ჩვენ შევაჩერებთ ამ უაზრო ომს". - თქვა ტრამპმა.
გარდა ამისა, ტრამპმა ისაუბრა, რომ მას სურს შეთანხმების მიღწევა უკრაინასთან, რათა აშშ-მ მიიღოს წვდომა უკრაინის იშვიათ წიაღისეულზე, როგორც აშშ-ის მხრიდან რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების პირობაზე.
ტრამპის თქმით, აშშ-მ მეტი სამხედრო და ეკონომიკური დახმარება გაუწია უკრაინას, ვიდრე მისმა ევროპელმა პარტნიორებმა.
"ჩვენ გვსურს გავაფორმოთ შეთანხმება უკრაინასთან, რომლის მიხედვითაც ისინი მიიღებენ იმას, რასაც ჩვენ ვაძლევთ, ჩვენ კი მოგვცემენ წვდომას იშვიათ წიაღისეულზე". - თქვა ტრამპმა.
tabula.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.