გვიხაროდენ! ქვეყანაში ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი „საფრთხე“ – Lee Van Der Khabe-ს დაანონსებული „ბრძოლაა“, სადაც „სიტყვა ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებას „თავზე ხელი უნდა ავიღოთ – დედაქალაქშიც გენერალური ბრძოლისთვის ვართ მოსამზადებელი. სიტყვა ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას“ სოციალური ქსელით ეხმიანება.
ექსპერტის თქმით, ქართველებს უნდა უხაროდეთ, რომ ახლა ქვეყანაში ყველაზე დიდი „საფრთხე“ ლევან ხაბეიშვილის დაანონსებული „ბრძოლაა“.
„ახლა Lee Van Der Khabe-ს პიარში არ ჩამომართვათ – რატომ დავდე ეს “გენიალური” მოწოდება. კონტრასტის გამო. დღეს წავიკითხე – თბილისმა „საბოლოოდ“ დაკარგა სამხრეთ კავკასიის ცენტრის ფუნქცია, რომელიც ბაქომ აითვისა. და აი რატომო: მიუხედავად „ანტიდემოკრატიული“ აზერბაიჯანისა, მას მაინც სტუმრობს მაღალფარდოვანი სიტყვებით ევროკომისარი; სირიაზე (თურქეთის პროქსი-გავლენის ზონაზე) მორიგი ავიადარტყმების მიყენების შემდეგ – ბაქოში თურქეთის საჰაერო სივრცის (!) გამოყენებით 5-დღიანი (!!) ვიზიტით ჩადის ნეთანიაჰუ; ამის შემდეგ ბაქოში ჩადის ერდოღანი; და 9 მაისს პუტინთან ჩადის ალიევი – და სად არისო ამ ყველაფრის ფონზე თბილისი.
ამ ყველაფრის ფონზე „თბილისი“ მაგონებს გაზის „პლიტასთან“ მყოფ პატარა ბავშვს, რომელსაც მზრუნველმა მშობლებმა ასანთი წაართვეს და იმის მაგივრად, რომ უხაროდეს – რატომღაც სიმწრის ცრემლები მოსდის. გვიხაროდენ! რომ ჩემს მიერ ჩამოთვლილ მოვლენებისგან ამ ეტაპზე (ყოველ შემთხვევაში) რაც შეიძლება შორს ვართ. გვიხაროდენ! რომ კარგ „ჯიგრულ“ ომს თუ დაძაბულობას – „ცუდი“ მშვიდობა გვირჩევნია. და მესამედაც – გვიხაროდენ! რომ ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი „საფრთხე“ – Lee Van Der Khabe-ს დაანონსებული „ბრძოლაა“, სადაც „სიტყვა ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას“. ჩვენ კიდევ: „ბრიუსელი – დამასკო – თელავივი – ბაქო – ანკარა – მოსკოვი“-ს ღერძის პარალელურად – თუ ამ „ბრძოლაში“ დავმარცხდით, მაშინ რა გითხრათ, რით გაგახაროთ…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოწესრიგდეს ქვეყანაში, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში, უნდა დამკვიდრდეს სწორ პრინციპებზე დაფუძნებული მოხმარების სისტემა, ამას უზრუნველყოფს გამრიცხველიანება, რაც დაიწყება უახლოეს მომავალში

ირაკლი კობახიძე – ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი, საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს

ირაკლი კობახიძე – რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება, გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა, ეს არის ჩვენი მოწოდება ამერიკელი კოლეგების მიმართ

პრემიერი – აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული, ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს