არქივი23 აპრილი, 2024, 18:37
“გვირაბი გაიჭრა TBM-ით” – პრემიერი
დღევანდელი დღე საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ისტორიულია, ვინაიდან აღვნიშნეთ საქართველოში ყველაზე გრძელი, ქვეშეთი-კობის 9 კმ სიგრძის უწყვეტი საავტომობილო გვირაბის გაჭრა.
ქვეშეთი-კობის საავტომობილო გვირაბის გაჭრის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღვნიშნე, რომ ახალი გზა მნიშვნელოვნად – 45 წუთით შეამცირებს გადაადგილების დროს. გვირაბი სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ინოვაციური საბურღი დანადგარით – TBM-ით გაიჭრა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.