ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“გვინდა სუფთა ფურცლიდან განახლება” – რა პერიოდის “ჩამოწერას” სთხოვს აშშ–ს კობახიძე

“გვინდა სუფთა ფურცლიდან განახლება” – რა პერიოდის “ჩამოწერას” სთხოვს აშშ–ს კობახიძე

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“რეალურად იყო რევოლუციის 4 მცდელობა ამ 4 წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ „დიფ სთეითი“ საბოლოოდ დამარცხდება აშშ-ში და ასეთ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე შეიცვლება მიდგომა საქართველოს მიმართ. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ ძალიან გვინდა მჭიდრო თანამშრომლობა ახალ ადმინისტრაციასთან, უფრო მეტიც, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლება კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული კონკრეტული შედეგები, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარისთვის, ამისათვის ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ“.
კონკრეტულად რა პერიოდის “ჩამოწერას” ითხოვს კობახიძე, მთლიანად დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, თუ ქართული ოცნების მმართველობის, ამაზე არ საუბრობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.