ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გვინდა, ვიხილოთ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ყურადღებით დავაკვირდებით მომდევნო დღეებს

გვინდა, ვიხილოთ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ყურადღებით დავაკვირდებით მომდევნო დღეებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ-ს სურს, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იხილოს.
ამის შესახებ მილერმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს შემდეგი კითხვის პასუხად განაცხადა: „პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეშფოთება გამოთქვა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. რა მოლოდინები გაქვთ და რას მოიმოქმედებთ ამის თავიდან ასაცილებლად?“
„ჩვენ გვინდა, ვიხილოთ, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მომდევნო დღეებს“, – განაცხადა პასუხად მილერმა.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.