გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული, გაუმჭვირვალობა არის ევროპული, შარშან საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, თუმცა მეორედ ამას ვეღარ შეძლებენ

გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული, გაუმჭვირვალობა არის ევროპული, შარშან საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, თუმცა მეორედ ამას ვეღარ შეძლებენ
კანონპროექტი არის თავიდან ბოლომდე გამართული, ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ეს კანონპროექტი არის წლიური დეკლარირება იმ ფინანსებისა, რომელიც აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, შესაბამის მედიასაშუალებებს და გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული, გაუმჭვირვალობა არის ევროპული. შარშან მოახერხეს და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, თუმცა მეორედ ამას დარწმუნებული ვარ, ვეღარ შეძლებენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებაში გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ – ამ კანონის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით მე პირადად ჩემი პოზიცია უკვე დავაფიქსირე, ამიტომ დეტალურად არ ვისაუბრებ ამ საკითხზე. ზოგადად ვიტყვით, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, დემოკრატიულ საზოგადოებრივ წესწყობილებაში, გამჭვირვალობას არ აქვს, ბუნებრივია, ალტერნატივა. აკვირდებით დებატებს, ვერავინ ასაბუთებს, თუ რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი.
გუშინ მოვისმინეთ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის აღიარებითი ჩვენება, მან განაცხადა, რომ არ უნდა შევიდეთ შინაარსშიო, შინაარსი არის ხელისუფლების ველიო. ანუ, უშინაარსობა არის ჩვენი ოპონენტების ველი და შინაარსი არის ხელისუფლების ველი, ამაზე უკეთეს აღიარებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვინატრებდით. ნამდვილად ასეა, შინაარსში არის ეს ყველაფერი გამართული, კანონპროექტი არის თავიდან ბოლომდე გამართული, ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ეს კანონპროექტი არის წლიური დეკლარირება იმ ფინანსებისა, რომელიც აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, შესაბამის მედიასაშუალებებს და გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული, გაუმჭვირვალობა არის ევროპული. შარშან მოახერხეს და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, თუმცა მეორედ ამას დარწმუნებული ვარ, ვეღარ შეძლებენ,“- აღნიშნა პრემიერმა.
Next: დოკუმენტი არის მარტივი, 11-მუხლიანი კანონპროექტი, ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ, საიდან იღებენ თანხებს და რა მიზნით ხარჯავენ მას

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული