ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გვიან ღამით მოსკოვის რეგიონს თავს 400-ზე მეტი დრონი დაესხა

გვიან ღამით მოსკოვის რეგიონს თავს 400-ზე მეტი დრონი დაესხა
გვიან ღამით მოსკოვის რეგიონს თავს 400-ზე მეტი დრონი დაესხა - ინფორმაციას მოსკოვის მერ სობიანინზე დაყრდნობით უკრაინული და რუსული Telegram-არხები ავრცელებენ. მისი თქმით, "უპილოტო საფრენი აპარატების დიდი ნაწილი საჰაერო თავდაცვის ძალებმა შორეულ მისადგომებზევე გაანეიტრალეს, 85 დრონი კი მოსკოვისკენ მოფრენისას განადგურდა".
💬 "დრონების თავდასხმის ძირითადი შედეგები დაფიქსირდა პოდოლსკში, დომოდედოვოსა და ოდინცოვოს საქალაქო ოლქში. დრონების ჩამოვარდნის შედეგად მოსკოვის ოლქში რამდენიმე კერძო სახლი დაზიანდა. ასევე, დომოდედოვოში კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, კიდევ ერთი კი - M-4 გზაზე, სადაც დრონი ავტომობილის გვერდით ჩამოვარდა" | თქვა სობიანინმა მედიის ცნობით
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.