გვეკითხებიან, ისინი რატომ არ “გაყარეთ”, თქვენ რატომ წამოხვედითო – ჩერგოლეიშვილი

ევროპული საქართველოდ ყოფილი წევრი, :
მხარდამჭერები გვეკითხებიან, ისინი რატომ არ “გაყარეთ”, თქვენ რატომ წამოხვედითო.
1. პირველ რიგში იმიტომ რომ სადაც წესებს არ იცავენ და სიტყვას ფასი არ აქვს, იქ უწესო ბრძოლა იმართება და უწესობა ჩვენც დაგვაზიანებს – პრაიმერიზის დროს გამოვლენილი სამარცხვინო საქციელის შემდეგ, კიდევ ერთი ზომბი აპოკალიფსი გვეზარებოდა და დამაზიანებლად ვთვლიდით არჩევნებამდე 2.5 თვით ადრე.
2. ასევე იმიტომ, რომ იმათ “გასაყრელად” ვისთანაც გარიგებაში უნდა შევსულიყავით, ისიც დისფუნქციური ბალასტია და ვერც იმას ვაკადრებთ ჩვენს ამომრჩეველს.
3. ასევე – რომც მოგვეგო, ის ორი უწესო და დისფუნქციური დინოზავრი სიაში დაგვრჩებოდნენ განგრენასავით (ჩვენ ხომ წესებს არ დავარღვევდით და სიას არ შევეხებოდით) და აღარც ერთი წამის, აღარცერთი კაპიკის დახარჯვა აღარ გვინდოდა მათზე – ვერ ავიღებდით ამ რეტროგრადულ სიმახინჯეზე პასუხისმგებლობას, მას მერე რაც პარტიაში მოაწყვეს, ეს პარტიის ახალგაზრდების სინდისზე ძალადობა იქნებოდა – მათ უნდა ემუშავათ ამ ორი დისფუნქციური გამყალბებლის კამპანიაზე.
4. სუფთა ფურცლიდან გვინდა – არ გვინდა დისფუნქციურ ბალასტთან დაგავარნიაკი და ვიღაც სუტენორების მამის პარტიები. (ასეთი დაგავარნიაკის შედეგია რაც მოხდა – “ბიჭებთან ტეხავს, ჩვენთან დარჩნენ” – მაფიოზურ/ტრაიბალისტური სიმყრალე).

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…