ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გვახსოვს აღვირახსნილი კამპანია თვითონ პატრიარქის, ეკლესიის წინააღმდეგ – თავდასხმები ახლა მეუფე შიოზეც გაძლიერდება, გამომდინარე იქიდან, რომ ის შეიძლება იყოს ერთ-ერთი შესაძლო რეალური კანდიდატი პატრიარქის ტახტზე

გვახსოვს აღვირახსნილი კამპანია თვითონ პატრიარქის, ეკლესიის წინააღმდეგ – თავდასხმები ახლა მეუფე შიოზეც გაძლიერდება, გამომდინარე იქიდან, რომ ის შეიძლება იყოს ერთ-ერთი შესაძლო რეალური კანდიდატი პატრიარქის ტახტზე

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ეკლესიისა და მეუფე შიოს წინააღმდეგ კამპანიას აფასებს. მისი თქმით, ამგვარი კამპანიების მიზანი ეკლესიის ავტორიტეტის დაზიანებაა.
„საქართველოში და ქვეყნის გარეთაც არიან ის ძალები, რომლებიც მიზანმიმართულად იღვწოდნენ იმისათვის, რომ საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მასში განხეთქილება შეეტანათ. გვახსოვს აღვირახსნილი კამპანია თვითონ პატრიარქის, ეკლესიის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ახლა ისინი ამ ბრძოლას გააგრძელებენ, სამწუხაროდ.
მიზანი არის ერთი რამ, რომ მაქსიმალურად დააზიანონ ავტორიტეტი. ბუნებრივია, თავდასხმები ახლა მეუფე შიოზეც გაძლიერდება, გამომდინარე იქიდან, რომ ის შეიძლება იყოს ერთ-ერთი შესაძლო რეალური კანდიდატი პატრიარქის ტახტზე და ვისაც კი ასეთი პერსპექტივა ექნება, ყველაზე გარკვეული შეტევა იქნება მიტანილი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.