ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გვაწუხებს, რაც საქართველოში ხდება, მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას - მარკ რუტე

გვაწუხებს, რაც საქართველოში ხდება, მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას - მარკ რუტე

ჩვენ გვაწუხებს ის, რაც საქართველოში ხდება, ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო უნდა დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.
„ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ევროკავშირსა და NATO-სთან. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ და ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. რაც შეეხება არჩევნებში ჩარევას ნებისმიერი მხრიდან, ეს მიუღებელია“, – განაცხადა რუტემ.
პირველი არხი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.