გვაქვს ამბიციური მიზანი, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ამისთვის არსებობს პოლიტიკური ნება

გვაქვს ამბიციური მიზანი, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ამისათვის არსებობს პოლიტიკური ნება, დანარჩენი არის დამოკიდებული სწორ პოლიტიკაზე, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებთან.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან ბევრი კონკრეტული რამ გაკეთდა ქვეყანაში, რათა კორუფციის დონე შემცირებულიყო.
„მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს მოწინავე პოზიცია, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს კვლევაც არ ასახავს სათანადოდ იმ პროგრესს, რომელიც მათ შორის ბოლო ერთ წლის განმავლობაში განიცადა ჩვენმა ქვეყანამ კორუფციის შემცირების თვალსაზრისით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე და ძალიან ბევრი კონკრეტული რამ გაკეთდა ამ ერთი წლის განმავლობაშიც იმისათვის, რომ ჩვენთან კორუფციის დონე შემცირებულიყო.
გარდა ამისა, მე რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ გვაქვს ამბიციური მიზანი ამ მიმართულებით. ჩვენ გვინდა, საბოლოო ჯამში მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ამისათვის არსებობს პოლიტიკური ნება, დანარჩენი არის დამოკიდებული სწორ პოლიტიკაზე. საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად განიცადოს ქვეყანამ პროგრესი ამ მიმართულებით.
მაგალითად, მთავრობის შემთხვევაში თქვენ იცით, რომ ყველა განკარგულება, ყველა სამართლებრივი აქტი, რომელსაც იღებს მთავრობა არის გამჭვირვალე და დღემდე ათასობით ჩვენი აქტი გასაჯაროვდა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით. არც ერთ აქტთან დაკავშირებით არავითარი პრეტენზია არ არსებობს. მე ვურჩევდი ყველა საჯარო ინსტიტუტს, რომ მიბაძონ საქართველოს მთავრობას, იყვნენ პროაქტიულები, გამჭვირვალე და ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად შემცირდება კორუფციის დონე ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეროვნული საკითხი ჩვენი ქვეყნისა და მთავრობისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება