ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია - სპალეტიმ მესამე ადგილი დაიკავა

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2023 წლის საუკეთესო მწვრთნელად მანჩესტერ "სიტის" თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა დაასახელა.
მისი ხელმძღვანელობით ქალაქელებმა 5 ტიტული, ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, ინგლისის თასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს.
საუკეთესო მწვრთნელებში მეორე ადგილზე კარლო ანჩელოტი გავიდა, მესამე ადგილი კი ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა დამრიგებელმა ლუჩიანო სპალეტიმ დაიკავა. ათეული ასე გამოიყურება:
1) ხოსეპ გვარდიოლა
2) კარლო ანჩელოტი
3) ლუჩიანო სპალეტი
4) სიმონე ინძაგი
5) ფერნანდო დინიზი
6) მიკელ არტეტა
7) ხავი
8) ანჯელოს პოსტეკოღლუ
9) უნაი
ემერი
10) იურგენ კლოპი

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.