ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"გვარდიოლას "ნაპოლის" გაწვრთნა ვთხოვე, იცით, რა მიპასუხა?" - "პარტენოპეის" ყოფილი ფეხბურთელი

"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმილიანო ესპოსიტომ Il Mattino-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლას "პარტენოპეის" გაწვრთნა სთხოვა.
"ყველანაირად ვცადე, რომ გვარდიოლა "ნაპოლიში" წამოსვლაზე დამეყოლიებინა, თუმცა მითხრა, რომ "მანჩესტერ სიტისთან" მოქმედი კონტრაქტი ჰქონდა", - განაცხადა ესპოსიტომ.
შეგახსენებთ, პეპ გვარდიოლას "ქალაქელებთან" ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში ეწურება. ბრიტანული პრესის ცნობით, მანჩესტერული კლუბი ესპანელს კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ შესთავაზებს.
ოცნებობს თურმე წუწურაქ დე ლაურენტისთან მუშაობაზე და 5 მილიონიანი ფეხბურთელებით ევროპის დაპყრობაზე. რა ნაპოლი და გვარდიოლა მაგას რო ხელფასი აქვს იმის მეათედს არ მიცემს დე ლაურენტისი ბაბუა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.