არქივი4 აპრილი 2026, 18:30
გვარამია: გულწრფელად მაინტერესებს, რომელ ქვეყანაში გინახავთ პრემიერმინისტრი არასაარჩევნო პერიოდში დებატებში იჯდეს ყოველ მეორე კვირას, თან გვერდით მინისტრი ეჯდეს თანაშემწედ

ნიკა გვარამია:
გულწრფელად მაინტერესებს, რომელ ქვეყანაში გინახავთ პრემიერმინისტრი (ან ასეთად საკუთარი თავის გამომცხადებელი) არასაარჩევნო პერიოდში დებატებში იჯდეს ყოველ მეორე კვირას, თან გვერდით მინისტრი ეჯდეს თანაშემწედ და მოწინააღმდეგე მხარეს პრაქტიკულად უცნობი ადამიანები ან ზემსუბუქ წონაში მოასპარეზე პოლიტიკოსები? გაგიგიათ სადმე ან ოდესმე ეს ხდებოდეს? მე - არა.
დებატები ისეა ეს, როგორც ოპერა. ესეც და ბევრი სხვაც, რაც აქამდე ვიხილეთ.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.