არქივი30 ივნისი, 2025, 15:40
გვარამიას საქმეზე განაჩენი ხვალ, 1-ელ ივლისს გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი 1 ივლისს, 10:30 საათზე გამოცხადდება. გადაწყვეტილებას მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია გამოაცხადებს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს.
სასამართლო პროცესს არ დასწრებია თავად ნიკა გვარამია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.