არქივი1 ივლისი, 2025, 11:39
გვარამიას სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა - აეკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება

თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ასევე 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.
სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა ნიკა გვარამია.
ქართული ოცნების სასამართლო პოლიტიკოსს წულუკიანის კომისიის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
გვარამია 13 ივნისს დააკავეს.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.