გვარამიას ბნელი წარსულის და აგენტურული მოქმედებების შესახებ ყველამ იცის და ვერ მოატყუებს ხალხს, რაც არ უნდა მესიჯები გაასწოროს

გვარამიას ბნელი წარსულის და აგენტურული მოქმედებების შესახებ ყველამ იცის და ვერ მოატყუებს ხალხს, რაც არ უნდა მესიჯები გაასწოროს
„ნიკა გვარამიას თვალი ეცა ვიღაცის და რაღაც სეგმენტზე მუშაობა გადაწყვიტა და მიხვდა, რომ რასაც ლაპარაკობდნენ იყო სპეკულაციური, იყო მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი და ახლა ცდილობს, რომ სეგმენტი, რომელიც ობიექტურად ფიქრობს რამენაირად მოიმხროს,“- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადების შესახებ დასმულ კითხვას, სადაც გვარამია რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრობს და აცხადებს, ტურისტების შემოდინება და ფრენების აღდგენა არის საზოგადოების დაკვეთა.
მამუკა მდინარაძის თქმით, მიხვდა, რომ რასაც ლაპარაკობდნენ იყო სპეკულაციური, დამაზიანებელი და ახლა ცდილობს, სეგმენტი, რომელიც ობიექტურად ფიქრობს რამენაირად მოიმხროს.
„მან [] მოინდომა ოდნავ მაინც სიმართლესთან დაახლოება- რომ მაგალითად, სანქცია დამაზიანებელია არა რუსეთისთვის, არამედ საქართველოსთვის, რასაც ისინი ითხოვდნენ. ფრენები არის კარგი იმიტომ, რომ ასი ათასობით ჩვენი მოქალაქე არის რუსეთში და ა.შ. და როგორც ჩანს მან მოინდომა, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ობიექტურად ფიქრის საშუალება აქვთ, მათი გული მოიგოს სიმართლის ლაპარაკით. თუ ხანდახან რაღაც სიმართლეს გამოურევენ ხოლმე, ჩვენ არ უნდა შეგვეშალოს იმიტომ, რომ ერთი და ორი წლის წინ ისინი ისეთივე სპეკულაციურ ტყუილებს ლაპარაკობდნენ, როგორც სხვა დანარჩენი. ნიკა გვარამიამ რაღაც სეგმენტზე მუშაობა გადაწყვიტა და მიხვდა, რომ რასაც ლაპარაკობდნენ იყო სპეკულაციური, იყო მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი და ახლა ცდილობს, რომ სეგმენტი, რომელიც ობიექტურად ფიქრობს რამენაირად მოიმხროს, მაგრამ მისი ბნელი წარსულის, წარსული განცხადებების და მისი პარტიის აგენტურული მოქმედებების შესახებ ყველამ იცის და ვერ მოატყუებს ხალხს, რაც არ უნდა მესიჯები გაასწოროს“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Previous: დიდ პატივს ვცემ საქართველოს მთავრობას, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ძალიან რთულ პირობებში, სამწუხაროდ, ევროპაში ბევრს არ ესმის ეს რამდენად რთულია

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 26 მაისის აღნიშვნა მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილის აღნიშვნის ეგიდით, ძალიან ფართო სპექტრი იქნება ღონისძიებების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

ირაკლი კობახიძე – თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

პრემიერი დაგეგმილ აქციაზე – ერთხელ კიდევ თუ დაენახებიან გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ვაშაძე და ეს ადამიანები საზოგადოებას, კიდევ უკეთესი ჩვენთვის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარ სახეს ჩვენს მოქალაქეებს, სრულიად უსუსურია დღეს რადიკალური ოპოზიცია, ერთმანეთშიც განხეთქილება აქვთ