ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანულმა Rheinmetall-მა შესაძლოა უკრაინაში ჯავშანტრანსპორტიორების წარმოება დაიწყოს

გერმანულმა სამხედრო კომპანია Rheinmetall-მა შესაძლოა 2024 წლიდან უკრაინაში ჯავშანტრანსპორტიორების წარმოება დაიწყოს. ინფორმაციას ამის შესახებ Euromaidan Press ავრცელებს.
Rheinmetall-ის გენერალურმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა გერმანულ პრესასთან გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალე კომპანია უკრაინაში წარმოების დაწყების შესახებ ინიციატივას წარადგენს, რათა შემცირდეს ომში უკრაინის დამოკიდებულება დასავლეთის სამხედრო პოტენციალზე. პაპერგერის თქმით, ის ოპტიმისტურადაა განწყობილი უკრაინასთან მოლაპარაკებების შესახებ და იმედოვნებს, რომ მალე შეთანხმებას მიაღწევენ.
პირველად ცნობები გერმანულ კომპანიასა და უკრაინას შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ 2023 წლის ოქტომბერში გავრცელდა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.