ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანული ქალაქი ჰაილბრონი 2027 წელს ევროპის მწვანე დედაქალაქი გახდება

გერმანული ქალაქი ჰაილბრონი 2027 წელს ევროპის მწვანე დედაქალაქი გახდება

გერმანულმა ქალაქმა ჰაილბრონმა გაიმარჯვა 2027 წლის ევროპის მწვანე დედაქალაქის ტიტულის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში. ეს სტატუსი ენიჭებათ ქალაქებს, რომლებიც მდგრადი განვითარების მისაბაძი მაგალითები გახდნენ და რომელთა გარემოს დაცვის პრაქტიკამ შეიძლება სხვა ევროპული ქალაქების შთაგონება მოახდინოს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ჰაილბრონი ევროპის მწვანე დედაქალაქად იქცა ხმაურის დაბალი დონის, კლიმატის ცვლილებასთან წარმატებული ადაპტაციის, ჰაერის ხარისხისა და წრიული ეკონომიკის წყალობით.
ხმაურთან საბრძოლველად, ჰაილბრონი იყენებს ხმაურის შემამცირებელ ასფალტს, განსაკუთრებით დატვირთულ გზებზე სიჩქარეს 40 კმ/სთ-მდე ზღუდავს და ახლომდებარე შენობებში ორმაგი მინის ფანჯრების დამონტაჟებას ახდენს. გარკვეული პარკები, ბაღები, სასაფლაოები და სხვა ადგილები გამოცხადებულია „მშვიდ ზონებად“, სადაც ხმაური აკრძალულია. გარდა ამისა, ქალაქი გეგმავს მუნიციპალური ავტოპარკის ნაწილის ელექტრო ავტობუსებით ჩანაცვლებას, რომლებიც მნიშვნელოვნად უფრო ჩუმია, ვიდრე ჩვეულებრივი ავტობუსები.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.