ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის საელჩო - გამოვხატავთ ღრმა წუხილს დასავლეთ საქართველოში არსებული დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის წარმოქმნილი პრობლემების გამო

გერმანიის საელჩო - გამოვხატავთ ღრმა წუხილს დასავლეთ საქართველოში არსებული დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის წარმოქმნილი პრობლემების გამო

„გერმანიის საელჩო გამოხატავს ღრმა წუხილს დასავლეთ საქართველოში არსებული დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის წარმოქმნილი პრობლემების გამო, - ამის შესახებ გერმანიის საელჩოს გვერდზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
საელჩო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ პირებსა და დაზარალებულ მოსახლეობას გამძლეობას უსურვებს.
„გერმანიის საელჩო გამოხატავს ღრმა წუხილს დასავლეთ საქართველოში არსებული დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის წარმოქმნილი პრობლემების გამო. ვუსურვებთ ყველას, ვინც ხალხს ეხმარება, მათ შორის დღეების განმავლობაში სტიქიის ზონაში მყოფ სამაშველო სამსახურების წარმომადგენლებს, მრავალრიცხოვან მოხალისეებს და განსაკუთრებით იმერეთში, გურიასა და სხვა დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს გამძლეობას“, - ნათქვამია საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.