არქივი29 დეკემბერი, 2023, 16:08
გერმანიის საგარეო უწყება - 2024 წელსაც უკრაინას ერთი სანტიმეტრითაც არ დავშორდებით
2024 წელსაც უკრაინას ერთი სანტიმეტრითაც არ დავშორდებით, - ამის შესახებ განცხადებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერის“ პირად გვერდზე ავრცელებს.
„ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთს კვლავ მოაქვს ტერორი მთელს უკრაინაში. 100-ზე მეტმა რაკეტამ და დრონმა, სხვა ყველაფერთან ერთად, სამშობიარო გაანადგურეს და ხალხს სიცოცხლე წაართვეს.
2024 წელსაც უკრაინას ერთი სანტიმეტრითაც არ დავშორდებით,” - ნათქვამია განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.