გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელს ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციების ინტენსივობის შემცირებისკენ მოუწოდებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელს მოუწოდა, ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციების ინტენსივობა შეამციროს, – ამის შესახებ ინფორმაციას “დოიჩე ველე” ავრცელებს.
“უდანაშაულო ადამიანის ტანჯვა არ შეიძლება ასე გაგრძელდეს. სამხედრო ოპერაცია ნაკლებად ინტენსიური უნდა იყოს”, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა ს საგარეო საქმეთა მინისტრთან და პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შემდეგ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, კი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის მომენტში, ის ორიენტირებულია უფრო ფართო კონფლიქტის თავიდან აცილებაზე. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა დოჰაში, კატარის პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ძალიან ბევრი პალესტინელი და მშვიდობიანი მოქალაქე განიცდის ხელმიუწვდომლობას საკვებზე, წყალზე, მედიკამენტებზე, სხვა აუცილებელ მარაგებზე – ყველაზე მეტად ბავშვები. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ისრაელმა ღაზას ჰუმანიტარული დახმარება გაუზარდოს. ეს არის კონფლიქტი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტი ტანჯვა. ასე რომ, პირველი დღიდან, სხვა პრიორიტეტებთან ერთად, ჩვენ ინტენსიურად ვიყავით კონცენტრირებულები კონფლიქტის გავრცელების პრევენციაზე მუშაობაზე. შეერთებულმა შტატებმა 20-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად დაიწყო ოპერაცია “კეთილდღეობის მცველი” უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენ გავაგრძელებთ რეგიონში საზღვაო უსაფრთხოების დაცვას, როგორც ჩვენი საერთო ძალისხმევის შეკავება. მათ, ვინც ჯერ კიდევ მძევლად რჩებიან, მათ ახლობლებს, მათ ოჯახებს, გპირდებით: შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თქვენს სახლში დასაბრუნებლად, თქვენს ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ასევე დაგაინტერესებთ