არქივი30 ივნისი, 2025, 10:09
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.
„უკრაინის თავისუფლება და მომავალი გერმანიის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა“, - განაცხადა ვადეფულმა.
ცნობისთვის, ეს იოჰან ვადეფულის პირველი ვიზიტია უკრაინაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.