ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის საგარეოს პრესსპიკერი: ფიშერის გაწვევა მკაფიო სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის

გერმანიის საგარეოს პრესსპიკერი: ფიშერის გაწვევა მკაფიო სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა საერთაშორისო მედიასთან განაცხადა, ელჩ პიტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევა "ძალიან მკაფიო დიპლომატიური სიგნალი იყო ქართული ხელმძღვანელობისთვის".
მისივე თქმით, გერმანიის საგარეო უწყების მოლოდინია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩის მიმართ პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული.
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა პარასკევს ასევე განაცხადა, რომ ფიშერი საქართველოში დაბრუნების შემდეგ "განაგრძობს თავის ერთგულ საქმიანობას", ხოლო საქართველოს მთავრობასთან ამ საკითხზე გაიმართა მოლაპარაკებები.
"ჩვენ ახლა ქართულ ხელმძღვანელობას მისი ქმედებებით შევაფასებთ. ამით გამოვიტანთ შემდგომ დასკვნებს", - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ გერმანიამ პიტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის 19 ოქტომბერს გაიწვია.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.