ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს დანიშნა

გერმანიის პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს დანიშნა

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბუნდესტაგის დაშლა გამოაცხადა და ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს დანიშნა.
„მსგავს რთულ დროში სტაბილურობა მოითხოვს ეფექტურ მთავრობას და საიმედო უმრავლესობას.
სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი არჩევნები არის სწორი გზა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა 27 დეკემბერს ბელვიუს სასახლეში (ციტირება Tagesschau-დან).
შტაინმაიერმა ბუნდესტაგის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება 20 დეკემბერს გამოაცხადა და აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობისთვის სტაბილური საპარლამენტო უმრავლესობის შექმნის პერსპექტივა აღარ არსებობს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.