ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის პრეზიდენტის პრესმდივანი - შტაინმაიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ისტორიულ შესაძლებლობას საფრთხეს უქმნის

გერმანიის პრეზიდენტის პრესმდივანი - შტაინმაიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ისტორიულ შესაძლებლობას საფრთხეს უქმნის

გერმანიის პრეზიდენტის პრესმდივანი, სერსტინ გამელინი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
გერმანიის პრეზიდენტის პრესმდივნის ინფორმაციის თანახმად, გერმანიის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ისტორიულ შესაძლებლობას საფრთხეს უქმნის.
„დღეს, ბერლინში პრეზიდენტი შტაინმაიერი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. პრეზიდენტმა პროევროპული პოზიციისთვის მას მადლობა გადაუხადა. ამასთან, მან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს შეფერხების გამო მწუხარება გამოხატა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ისტორიულ შესაძლებლობას საფრთხეს უქმნის“, - წერს სერსტინ გამელინი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.