ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის პრეზიდენტის პრესმდივანი - სალომე ზურაბიშვილმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სატელეფონო საუბრისას საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს

გერმანიის პრეზიდენტის პრესმდივანი - სალომე ზურაბიშვილმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სატელეფონო საუბრისას საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სატელეფონო საუბრისას საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტის პრესმდივანი, სერსტინ გამელინი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
სერსტინ გამელინის ცნობით, გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოში პროევროპელი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ევროპის მხარდაჭერა დაადასტურა.
„საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირისკენ გზიდან უხვევს, რომლის გავლის ვალდებულებაც საქართველომ კონსტიტუციის შესაბამისად აიღო. მთავრობასთან ურთიერთობებს ევროპის მხრიდან საპასუხო შედეგები მოჰყვება, მაგრამ იგი მშვიდობიანი მოსახლეობის ევროპული მისწრაფებებისთვის ღიაა“, - განაცხადა გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრისას, რომლის სიტყვებსაც სოციალურ ქსელში მისი პრესმდივანი ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.