გერმანიის პრეზიდენტის ოფისი – გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ – მინისტრ ირაკლი კობახიძესთან საუბარში გერმანულ- ქართული ურთიერთობები და საქართველოს ევროპული გზა განიხილა

გერმანიის პრეზიდენტის ოფისი – გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ – მინისტრ ირაკლი კობახიძესთან საუბარში გერმანულ- ქართული ურთიერთობები და საქართველოს ევროპული გზა განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას გერმანიის ფედერალური პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გერმანულ- ქართული ურთიერთობები და საქართველოს ევროპული გზა განიხილა.
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბელვიუს სასახლეში. გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა დღეს საქართველოს პრემიერ – მინისტრი, ირაკლი კობახიძე მიიღო და მასთან საუბარში გერმანულ- ქართული ურთიერთობები და საქართველოს ევროპული გზა განიხილა. პრემიერ-მინისტრმა განათლება დიუსელდორფში მიიღო და გერმანულად თავისუფლად საუბრობს”,- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა
Next: ირაკლი კობახიძე გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს, ბერბელ ბასს შეხვდა

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული