ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის მომავალი მთავრობის კოალიციური შეთანხმების ტექსტში საქართველოს შესახებაც არის საუბარი

გერმანიის მომავალი მთავრობის კოალიციური შეთანხმების ტექსტში საქართველოს შესახებაც არის საუბარი

გერმანიის მომავალი მთავრობის კოალიციური შეთანხმების ტექსტში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შესახებაც არის საუბარი. ტექსტიდან ამონარიდს საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
„კოალიციური შეთანხმება ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს (CDU), ქრისტიან-სოციალურ კავშირსა (CSU) და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) შორის (4472):
„საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაგრძელების განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დემოკრატიული პროცესების დაცვაში ეჭვი აღარ იარსებებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროევროპულ ძალებს“, - ნათქვამია ამონარიდში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.