პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილე - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან განხილვას სინანულით ვუყურებთ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან განხილვას სინანულით ვუყურებთ, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა განაცხადა.
„ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონის განხილვა კვლავ ხდება“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა.
„ქვეყანა ევროკავშირის რეფორმების გზაზე დგას და იცის, რომ პრესის თავისუფლება და დემოკრატია კავშირის ფუნდამენტური კომპონენტებია“, - აღნიშნა კრისტიანე ჰოფმანმა.
გერმანიის ფედერალური მთავრობის სპიკერის მოადგილის, კრისტიანე ჰოფმანის ცნობით, 12 აპრილს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს უმასპინძლებს და მხარეები ორმხრივი ურთიერთობების, ეკონომიკური, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებს განიხილავენ.
ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში 3 აპრილს ხელახლა დააინიცირეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.