ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის მთავრობა პოლიციას ქვეყნის საჰაერო სივრცეში გამოჩენილი დრონების ჩამოგდების უფლებას აძლევს

გერმანიის მთავრობა პოლიციას ქვეყნის საჰაერო სივრცეში გამოჩენილი დრონების ჩამოგდების უფლებას აძლევს

გერმანიის მთავრობამ კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც პოლიცია ქვეყნის საჰაერო სივრცეში გამოჩენილი დრონების ჩამოგდებას შეძლებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ბოლო დროს დრონების გამოჩენით გამოწვეული შემთხვევები გერმანიის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
„ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ვაძლიერებთ ფედერალური პოლიციის უფლებამოსილებებს, რათა მომავალში დრონების დაფიქსირება და განეიტრალება უფრო სწრაფად მოხდეს. ეს დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გადავწყვიტეთ“, - დაწერა ფრიდრიხ მერცმა X-ზე.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრ დობრინდტის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით დრონების საწინააღმდეგო დანაყოფები შეიქმნება.
კანონი ახლა ბუნდესტაგმა უნდა დაამტკიცოს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.