ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ილონ მასკი ქვეყანაში დაგეგმილ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს

გერმანიის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ილონ მასკი ქვეყანაში დაგეგმილ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს

გერმანიის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, რომელიც დონალდ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზეა წარდგენილი, გერმანიაში დაგეგმილ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს.
თუმცა, გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ილონ მასკს შეუძლია, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება.
„ბოლოს და ბოლოს, აზრის თავისუფლება ყველაზე დიდ სისულელეებსაც ეხება“, – აღნიშნა მთავრობის პრესსპიკერმა.
გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი გამოეხმაურა ილონ მასკის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გასულ კვირას გამოქვეყნებულ პოსტს, რომლითაც მან ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. კერძოდ, გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ილონ მასკმა დაწერა, რომ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ „ერთადერთი იმედია გერმანიისთვის“.
გერმანიაში ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს არის დაგეგმილი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.