ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის კანცლერობის კანდიდატი უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნაზე - ვისურვებდი, რომ ასეთი მანდატის მინიჭება მოხდეს რუსეთთან კონსენსუსით და არა კონფლიქტში

გერმანიის კანცლერობის კანდიდატი უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნაზე - ვისურვებდი, რომ ასეთი მანდატის მინიჭება მოხდეს რუსეთთან კონსენსუსით და არა კონფლიქტში

გერმანიის კანცლერობის კანდიდატის, ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანიას უკრაინაში სამშვიდობო ძალებში მონაწილეობის განხილვა მხოლოდ რუსეთის თანხმობით შეუძლია, - ინფორმაციას უკრაინული მედია Die Zeit-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, გერმანიის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის საჭიროა მანდატი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო კანონმდებლობას.
უმთავრესი ფაქტორია რუსეთის თანხმობა, რომლის გარეშეც, მისი აზრით, ასეთი მისიები არ იქნება ეფექტური და შესაძლოა სიტუაციის ესკალაცია მოახდინოს.
თუ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მოხდება და უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები დასჭირდება, მაშინ ამის განხილვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია, თუ იქნება მკაფიო მანდატი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. მე მას ახლა არ ვხედავ. ვისურვებდი, რომ ასეთი მანდატის მინიჭება მოხდეს რუსეთთან კონსენსუსით და არა კონფლიქტში“, - განაცხადა მერცმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.