გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ბუნდესვერის ოფიცრების საუბრის ჩანაწერის გაჟონვასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ბუნდესვერის ოფიცრების საუბრის ჩანაწერის გაჟონვასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
„ის, რაც ვრცელდება, ძალიან სერიოზული საკითხია და ამიტომ გამოძიება ძალიან ფრთხილად, ინტენსიურად და სწრაფად მიმდინარეობს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
გუშინ, რუსეთის პროპაგანდისტული ტელევიზიის, RT-ის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა გერმანელი მაღალი რანგის ოფიცრების საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა.
გავრცელებულ აუდიოჩანაწერში გერმანელი ოფიცრები უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემას განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გვახსოვს, აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვში სამხედრო აღლუმს ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ, თუმცა მაშინ დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის “გაშავება” – შეიცვალა დღის წესრიგი და ამის შემდეგ რუსეთი გახდა “ოკუპანტი”