გერმანიის თავდაცვის მინისტრი – Taurus-ებზე არანაირი ახალი ინფორმაცია არ არის – ვმუშაობთ, ჯერ გადაწყვეტილება არ არის

Taurus რაკეტებზე არანაირი ახალი ინფორმაცია არ არის. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა კიევში უკრაინელ კოლეგა რუსტემ უმეროვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩემი პასუხი საკმაოდ მოკლეა: Taurus-ებზე არანაირი ახალი ინფორმაცია არ არის”, – განაცხადა პისტორიუსმა.
თავის მხრივ, უმეროვმა აღნიშნა, რომ გერმანული წარმოების შორი მოქმედების Taurus რაკეტების უკრაინისთვის მიწოდების საკითხზე მუშაობა გრძელდება.
“ამ საკითხში მხარს ვუჭერ ჩემს კოლეგას, ვმუშაობთ, ჯერ გადაწყვეტილება არ არის”, – განაცხადა უმეროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი