ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის თავდაცვის მინისტრი - 2029-2030 წლისთვის პუტინმა შეიძლება ისე გააძლიეროს თავისი არმია, რომ რუსეთს ნატო-ზე დარტყმის შესაძლებლობა ჰქონდეს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი - 2029-2030 წლისთვის პუტინმა შეიძლება ისე გააძლიეროს თავისი არმია, რომ რუსეთს ნატო-ზე დარტყმის შესაძლებლობა ჰქონდეს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ნატო-ს ტერიტორიას რამდენიმე წელიწადში დაესხას თავს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
”თუ ჩვენ უგულებელვყოფთ საფრთხეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის დისკომფორტს გვიქმნის, ეს საფრთხე არ შემცირდება, არამედ მხოლოდ გაიზრდება”, - განაცხადა პისტორიუსმა.
მისი თქმით, ამ დროისთვის, ნატო-ზე რუსეთის სამხედრო თავდასხმა მოსალოდნელი არ არის.
ამავდროულად, მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინს თანმიმდევრულად გადაჰყავს თავისი ქვეყნის ეკონომიკას „საომარ რელსებზე“ - ახლა რუსეთი რამდენიმე თვეში უფრო მეტ იარაღსა და საბრძოლო მასალას აწარმოებს, ვიდრე ევროკავშირის ყველა ქვეყანა წელიწადში ერთად.
„2029-2030 წლისთვის პუტინმა შეიძლება ისე გააძლიეროს თავისი არმია, რომ რუსეთს ნატო-ზე დარტყმის შესაძლებლობა ჰქონდეს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უახლოეს წლებში პუტინი შეეცადოს ნატოს - ერთიანობის გამოცდას ალიანსის ტერიტორიის ამა თუ იმ ნაწილში შეჭრით“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.