ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ვლადიმერ პუტინს მშვიდობა არ სურს, მას მხოლოდ ძალის ენა ესმის

გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ვლადიმერ პუტინს მშვიდობა არ სურს, მას მხოლოდ ძალის ენა ესმის

ვლადიმერ პუტინს მშვიდობა არ სურს, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
„კრემლში მყოფ იმპერიალისტს [ვლადიმერ პუტინი] მოლაპარაკებები არ სურს, მას მშვიდობა არ სურს. მას მხოლოდ ძალის ენა ესმის“, - განაცხადა ბორის პისტორიუსმა.
მისი თქმით, რუსეთის აგრესიის ფონზე გერმანიამ და ნატო-ს ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ.
„რუსეთი სრულად სამხედრო ეკონომიკაზე გადავიდა. მომავალ წელს რუსეთის არმია იმაზე ორჯერ დიდი იქნება, ვიდრე უკრაინაში ომამდე იყო“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.