გერმანიის ელჩს და ზოგადად, გერმანიას რომ ადარდებდეს რეალურად ადამიანის უფლებები, ჯერ კიდევ 2012 წლამდე არ შეუშვებდნენ არც ადეიშვილს, არც მერაბიშვილს, არც სააკაშვილს და სხვებს მათი ქვეყნის ტერიტორიებზე

გერმანიის ელჩს და ზოგადად, გერმანიას რომ ადარდებდეს რეალურად ადამიანის უფლებები, ჯერ კიდევ 2012 წლამდე არ შეუშვებდნენ არც ადეიშვილს, არც მერაბიშვილს, არც სააკაშვილს და სხვებს მათი ქვეყნის ტერიტორიებზე
გერმანიის ელჩს და ზოგადად, გერმანიას რომ ადარდებდეს რეალურად ადამიანის უფლებები, ჯერ კიდევ 2012 წლამდე არ შეუშვებდნენ არც ადეიშვილს, არც მერაბიშვილს, არც სააკაშვილს და სხვებს მათი ქვეყნის ტერიტორიებზე, – განუცხადა ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ გერმანიის ელჩთან დაკავშირებით. საუბარია ელჩის განცხადებაზე: „არ გვსურს ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩავიდნენ ჩვენს ქვეყანაში“.
ვლდიმერ ბოჟაძის თქმით, ადეიშვილი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, არაერთ ქვეყანაში მიწვეული იყო როგორც საპატიო სტუმარი.
„ეს მიუთითებს იმ ორმაგ სტანდარტზე, რომელსაც სამწუხაროდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იჩენენ ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში. გერმანიის ელჩს და ზოგადად, გერმანიას რომ ადარდებდეს რეალურად ადამიანის უფლებები, ჯერ კიდევ 2012 წლამდე არ შეუშვებდნენ არც ადეიშვილს, არც მერაბიშვილს, არც სააკაშვილს და სხვებს მათი ქვეყნის ტერიტორიებზე. არაფერს ვლაპარაკობ უკვე 2012 წლის შემდეგ.
ყველაზე მთავარი, თქვენ იცით, რომ ადეიშვილი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, არაერთ ქვეყანაში, ბრიუსელში, სტრასბურგში, მათ შორის, სამწუხაროდ ბერლინშიც მიწვეული იყო როგორც საპატიო სტუმარი და სამართალდამცავების მიმართ გაურკვეველი სანქციების დაწესება სრულიად გაუგებარია“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს: „ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“