ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის - გერმანია და ევროკავშირი მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან

გერმანია და ევროკავშირი ამ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ, - ასე გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.
„ძალადობა და პერსონალური დაზიანებები ამ ღამით თბილისის საპროტესტო აქციებზე. ძალადობა უნდა შეწყდეს. ეს გამოსავალი არასდროს არის. გერმანია და ევროკავშირი ამ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ. ჩვენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის და განვითარებისთვის საქართველოს პარტნიორები და მეგობრები ვართ“, - წერს პეტერ ფიშერი X-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.