არქივი30 ივნისი, 2024, 14:26
გერმანიის ელჩი: საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში!
გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის წინ საქართველოს წარმატებებს უსურვებს.
"საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში. გისურვებთ წარმატებას!" - წერს ფიშერი X-ზე.
საქართველო-ესპანეთის მერვედფინალური მატჩი დღეს, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
მოგების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩემპიონატის მეოთხედფინალში გერმანიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
გერმანიამ მერვედფინალურ მატჩში დანია 2:0 დაამარცხა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.