ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“გერმანიის ელჩი საერთოდ გამოსულია მომსახურების არეალიდან” – კალაძე

“გერმანიის ელჩი საერთოდ გამოსულია მომსახურების არეალიდან” – კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც საფრანგეთისა და გერმანიის ელჩების გორში გამართულ დისკუსიას ეხებოდა, თქვა:
„ეს ადამიანები [ელჩები] ძალიან მძიმეა, ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები. ეს არიან ზუსტად, [ისინი] ვინც ახალისებს ბოროტებას ქვეყანაში – საზოგადოების გახლეჩას, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაფერი მთლიანად გადალაგდება, მსოფლიო იცვლება, იმიტომ, რომ რადიკალიზმის ადგილი დღეს არ არის, არც ქვეყანაში და არც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. რადიკალიზმი ყოველთვის დამარცხდება. გაიხსენეთ გერმანიის ელჩი, რა ტიპის განცხადებებს აკეთებდა, საერთოდ გამოსულია მომსახურების არეალიდან. ის ვერ ხვდება და ვერ წარმოუდგენია, რა არის მისი ფუნქცია და ზოგადად, რა უნდა იყო ელჩის ფუნქცია. დღეს არ მოსწონთ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან აკეთებენ განცხადებებს პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და ამას უწოდებენ შიდა პოლიტიკაში ჩარევას. გერმანიის ელჩი კი გამოდიოდა წინასაარჩევნოდ და რა განცხადებებს აკეთებდა, ჩვეულებრივი მავნებელი. რა თქმა უნდა, ეს მალე დასრულდება და რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის”,

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.